თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
მამაკაცს ჭრილობა მკლავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.