ოპეკის წევრი ქვეყნები 2019 წლის პირველ ნახევარში, წინასწარ დაგეგმილი 2,5%-ის ნაცვლად, ნავთობის მოპოვებას 3%-ით შეამცირებენ.
ოპეკში ასევე განაცხადეს, რომ საუდის არაბეთი შეამცირებს ნავთობის მოპოვებას 10,2 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელზე ნაკლებია.
"ოპეკი+" - ში შემავალმა ქვეყნებმა 7 დეკემბერს მიაღწიეს შეთანხმებას, 2019 წლის პირველ ნახევარში ნავთობის მოპოვების შემცირებაზე 1,2 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში.
ირანს, ლიბიას და ვენესუელას მიეცა შესაძლებლობა, რომ არ შეამცირონ ნავთობის მოპოვება.