ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელმაც სამართლებრივ გზას მივმართე, როდესაც კადრები ვნახე,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტები ჩანს.
მისი თქმით, მან აღნიშნული კადრები პროკურატურას გადაუგზავნა.
„ამასთან დაკავშირებით მე მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება. მე, პირადად, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მეორე დღესვე გავუგზავნე აღნიშნული კადრები პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით“,- განაცხადა ჟვანიამ.