დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
"ევროპული საქართველოს" კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ისახავს მიზნად.
პარტიის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ამით ბინის ყველა გაქმირავებელს, ვისი წლიური შემოსავალი ბინის გაქირავებიდან არ აღემატება 30,000 ლარს, გათავისუფლდება იმ 5%-იანი გადასახადიდან, რომელსაც ისინი თავისი ბინის საცხოვრებლად გაქირავებისთვის იხდიან.
მისივე თქმით, შარშან "ევროპულმა საქართველომ" სცადა ასევე 5%-იან ზღვარზე ჩამოეყვანა ბინის იურიდიულ პირზე გაქირავების 20%-იანი დაბეგვრაც, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო კანონპროექტი.
"ეს ადამიანები არ ეწევიან კომერციას. ისინი ინახავენ თავს ბინის გაქირავებით, მათ თავი გააქვთ ამ საყოველთაო გაჭირვებაში. შესაბამისად, მთავრობა რაც უფრო ნაკლებად შეეხება მათ ჯიბეს, მით უფრო მარტივად იცხოვრებს ეს ხალხი", - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
“ევროპული საქართველოში” ასევე მიიჩნევენ, რომ სემეკმა კომუნალური ტარიფები გაქირავებულ ბინებში სამომხმარებლო დონეზე უნდა დატოვოს და კომერციულზე არ გადაიყვანოს.