თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბერიკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით ზაზა ბერიკაშვილი კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, თამარ ხულორდავას მანქანა თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, საპროტესტო აქციის დროს დააზიანეს.