იმ ნაწილში მინისტრს ვერ დავეთანხმები, რომ მიხეილ კალანდიაზე არ არის საფუძველი სამართლებრივი დევნის დაწყების, სრული საფუძველი გააჩნიათ, უბრალოდ უნდათ ვიღაცის კეთილი ნება და ეს არ ვიცი ვინ არის, ვინ უნდა ინებოს კეთილი ამ საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შს მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, ფაქტი ფაქტად რჩება და მისი შვილის მკვლელი გარეთ.
"იმ ნაწილში მინისტრს ვერ დავეთანხმები, რომ მიხეილ კალანდიაზე არ არის საფუძველი სამართლებრივი დევნის დაწყების, სრული საფუძველი გააჩნიათ, უბრალოდ უნდათ ვიღაცის კეთილი ნება და ეს არ ვიცი ვინ არის, ვინ უნდა ინებოს კეთილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება სამოხელეო ნაწილს, ეს მართლაც სიახლე არის, აქამდეც ანალოგიურს ვითხოვდი, უცნაური არაფერი არ ყოფილა აქ. უბრალოდ, როგორც ჩანს ახლა მიხვდნენ და ახლა უნდა, რომ კეთილი ინებონ და დაიწყონ ამ პირებზე გამოძიება, რაც ჩემი აზრით საფუძველი იქნება ამ საქმის გამოძიების, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც გააყალბა ეს საქმე, იქიდან იყო დასაწყები ეს საქმე თავდაპირველად, როდესაც ხელახალი გამოძიებები დაიწყო. ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერც დავეთანხმები და არც დავეთანხმები. ფაქტია, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი, რომ პროკურატურა და მინისტრი რაღაცაზე შეთანხმებულები არიან, რაზე არიან შეთანხმებული ვერ გეტყვით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება აღდგენილი", - თქვა ზაზა სარალიძემ.
დღეს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა. სხდომას ესწრებოდა ზაზა სარალიძეც.