გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, მიზეზად კი, მიმალვის საფრთხე დაასახელა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
სასამართლო სხდომაზე კირკიტაძემ განაცხადა, რომ ის შსს-ს უნდობლობას უცხადებს, თუმც მზად არის, სასამართლოსთან ითანამშრომლოს. მისივე თქმით, მას არ მსურს, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდეს, რაზეც მოსამართლემ განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.