ქუთაისი – მილანის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ქალი გზაში, ჰაერში გახდა ცუდად.
„აღნიშნულის გამო თვითმფრინავი ბელგრადში დაჯდა, რადგან ქალისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.