13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში (მის: გაგარინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) 17 დეკემბერს დაგეგმილი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების შესახებ საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! -ს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. კონფერენციას გაუძღვებიან:
· ზურაბ მასურაშვილი – საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი;
· მარინა ჩაიკა - Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
· გიორგი ჩოგოვაძე - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
· ანდრია ბასილაია - თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი;
· მაია ხაჩიძე - ბიდიო საქართველოს პარტნიორი;