ბათუმში, გონიოს დასახლებაში სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც აჭარის მთავრობა 412 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონის 26 დეკემბრისთვისაა ჩანიშნული და ობიექტის საწყისი ღირებულება 160 ათასი ლარია.
პირობებიანი აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობისათვის საჭირო ნებართვის აღება უნდა უზრუნველყოს. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს და არაუგვიანეს 24 თვის ვადაში, მინიმუმ 20 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაასრულოს.
პროექტის განხორციელებისათვის ინვესტორმა მინიმუმ 0,5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.