თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი სუს-ში, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზეა დაბარებული.
ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო უწყებისთვის სარესტორნო ხარჯებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აპირებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ სუს-ში ის იმ დოკუმენტებს წარადგენს, სადაც დასტურდება, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
საქმე ეხება 4 თვის წინ მთავრობის სარესტორნო ხარჯებს, რომელიც მთლიანობაში 4 მილიონ ლარს შეადგენდა.