8-9 სექტემბერს, 10:15 საათზე აშშ-საქართველოს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რაც ამერიკულ და ქართულ კომპანიებს ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების დამყარების საშუალებას მისცემს.
სამიტის ფარგლებში, ამერიკულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ, კონტაქტი დაამყარონ საქართველოს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან.
8 სექტემბერს ბიზნეს-სამიტზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: აშშ-ს მთავრობის რესურსები, კომერციული თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოში,
საერთაშორისო მხარდაჭერა ბიზნეს-განვითარებისათვის და თანამშრომლობის პერსპექტივები (მაგ. ფრანჩაიზის და ტურიზმის დარგში).
9 სექტემბერს, ნახევარი დღის განმავლობაში, სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ შეხვდნენ სამიტის რჩეულ გამომსვლელებს.
სამიტის პარალელურად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში მართავს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ სერთიფიცირებულ სავაჭრო მისიას იმ ამერიკული კომპანიებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ბაზრით.
აღნიშნულ ბიზნეს სამიტს, აშშ-ს სავაჭრო პალატა საქართველოში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით მართავს.
ბიზნეს სამიტი სასტუმრო „თბილისი-მარიოტში" გაიმართება.