პური გაძვირდა. სხვადასხვა საწარმოებში აცხადებენ, რომ ფასი 7-10 თეთრით იზრდება. შესაბამისად, ფასის ზრდა მაზაღიებშიც აისახება.
გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.
მათივე ინფორმაციით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა. არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში პურზე ფასმა კიდევ მოიმატოს.