თბილისში, ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან ნიკა რურუას ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე თანაპარტიელები და "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე.
მეზობლების ინფორმაციით, ნიკა რურუა გარდაცვლილი დედამ იპოვა.
ცნობისთვის, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.