ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების 67% განმეორებით ვიზიტს წარმოადგენდა საქართველოში, ხოლო 33% კი პირველადს. შესაბამისად 2018 წლის III კვარტალში საქართველოში 874,614 პირველადი ვიზიტი განხორციელდა.
მეზობელი ქვეყნის რეზიდენტების უმრავლესობისთვის საქართველოში ვიზიტი პირველი არ იყო. განმეორებითი ვიზიტი ყველაზე ხშირ ხასიათს სომხეთის რეზიდენტების ვიზიტებში ატარებს 98.7%, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 93.1%, რუსეთი 62.9% და თურქეთი 59.9%. სხვა არამეზობელი ქვეყნის რეზიდენტების უმეტესობა საქართველოს პირველად ეწვია (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა - 62.4%; „სხვა ევროპა“ – 69.8%, „სხვა ქვეყნები“ – 76.1%).