საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მცველი ჟერარდ პიკე მზადაა საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.
31 წლის ფეხბურთელი CF Reus Deportiu-ს შეძენას აპირებს. კლუბი ბარსელონასთან ახლოს. ტარაგონას პროვინციაშია ბაზირებული. CF Reus Deportiu ამ დროისათვის მძიმე ფინანსურ კრიზისშია.