„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა 12,0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება - 10,0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 9,0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.