საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან 1,341,127 (+23.8%), აზერბაიჯანიდან 1,311,907 (+9.8%), სომხეთიდან 1,162,220 (+0.3%) და თურქეთიდან 1,031,147 (+11.6%) შედგა.
2018 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა და 8,105,829 შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 6,743,580 შეადგინა, ზრდა+11.9%-ია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,486,595 შეადგინა, რაც 659,454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.2%)