თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსარჩელეების ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის სამართალწარმოება შეწყვიტა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა მოსარჩელეების ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მოპასუხეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების (ქმედების) ბათილად ცნობის მოითხოვდნენ, რომლითაც მათ შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.
სასამართლომ შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმის გამო რომ დღეის მდგომარეობით რუსთაველის გამზირზე განთავსებულია რამდენიმე კარავი და აქციის ორგანიზატორებს არ ეზღუდებათ უფლების რეალიზაციის ეს ფორმა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა 26 სექტემბერს მოპასუხეთა მიერ განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი შეფასების კანონიერი ინტერესი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, შეწყვიტა სამართალწარმოება.
EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ნორმის მსგავსი განმარტება და ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.
„მსგავსი პრაქტიკა შინაარსის გარეშე ტოვებს სასამართლოს მხრიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიების კონტროლის ფუნქციასა და მოქალაქის ინტერესს, სასამართლო გზით დადგინდეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის უკანონობა“, - აცხადებს EMC-ში.
EMC და საია სასამართლოს აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.