ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის შესწავლა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ჰქონდა მცდელობა ჩართულიყო საქმეში, თუმცა მისივე თქმით, მაშინ კერზაიამ ამისთვის მზაობა არ გამოთქვა.
„როდესაც მისი შვილის მიერ გავრცელდა, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა ოჯახის წევრზე, ჩვენ დავუკავშირდით მას და ასევე გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ქალბატონთან. იმ ეტაპზე სამწუხაროდ, უარი განგვიცხადა თანამშრომლობაზე, მაგრამ თუ არსებობს დღემდე ეს სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ამ საქმის შესწავლაში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დედამისის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობდა.