თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგამოძიებო მასალების გამოთხოვას და საქმეში კიდევ უფრო დეტალურად ჩართვას აპირებს.
„მაქიმალურად თავს ვიკავებდი, იქიდან გამომდინარე, მერე კიდევ რომ არ ეძახათ არჩევნების წინ ატეხა ყვირილიო. არჩევნები აღარ არის, ჩაიარა ყველაფერმა, იწყება აქტიური ბრძოლა. ჩემ უფლებამდაცველებთან ერთად, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველგან ჩავერთვენი მაქსიმალურად და ყველა დეტალს შევისწავლი რასაც აპირებენ, სამართლებრივ ჩარჩოში ყველა ნაბიჯს გადავდგამ. აქციებიც რა თქა უნდა, გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება დადგენილი“, - ამბობს სარალიძე.