7-9 დეკემბერს ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიების და უძრავი ქონების მე-8 საერთაშორისო გამოფენა BATUMI BUILD 2018-ს უმასპინძლებს. ბათუმის მე-8 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენა - გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები.
გამოფენა, მონაწილე კომპანიებს, საშუალებას მისცემს გააცნოს თავისი პროდუქცია, გაცვალოს ბიზნეს კონტაქტები, გაეცნოს სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, პოლონეთი,უკრაინა, რუსეთი და სხვა.
"BATUMI BUILD 2018" მხარდამჭერებია: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია,თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, ICC Georgia, "აჭარის ტელევიზია" და "TV 25" – მედია მხარდამჭერი, გაზეთები - "გაზეთი აჭარა” და ბათუმელები, სარეკლამო კომპანია ოლპრინტი.
გამოფენას სასტუმრო Euphoria-ში გაიმართება.