დღეს, 03 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა, შსს-ს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც მათ შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა,პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.
ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში EMC-ს და საიას იურისტები იცავენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარჩელი შეიტანეს. ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვას ასაჩივრებენ.