რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე გამთენიისას სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა პეცოპერაცია ჩაატარეს.
მათი ინფორმაიცით, დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე, რომლებიც ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბერიდან იმყოფებოდნენ.
რუსთავი 2-ის დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სასტუმროს პერსონალი ამბობს, რომ სპეცრაზმს ჰქონდა ინფორმაცია კონკრეტულად რომელ ნომერში იმყოფებოდნენ ისინი, რადგან სხვა ოთახები მათ არ შეუმოწმებიათ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.