თბილისში, მარჯანიშვილზე "ჯეოსელის" ოფისი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს.
ოფისიდან წაღებულია მობილური ტელეფონები.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით, უცნობია.
ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.