გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თაკო ჩარკვიანის თქმით, მათ 4 პირი დაუპირისპირდათ. ჩარკვიანის ამბობს, რომ დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.
„პრობაციონერი ვარო, ერთმა თქვა. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ უფრო ნასვამს არ ჰგავდა. პოლიტიკურ ნიადაგზე - აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვეუბნებოდნენ. მე გოგონას ვაცილებდი, „თქვენ დატოვეთ ქალაქი“ - გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე მიშა სააკაშვილი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის გაერთიანება და აქ არავითარ შუაში სააკაშვილი არ არის და გირგვლიანის დროს არ მახსოვდა არავინ ჩემს გვერდით მათი სახეებიდან. არც ერთს არაფერი არ ესმოდა. აგრესია იყო ძირითადად, ჩემზე და რა თქმა უნდა, უფრო ჩემს მეუღლეზე... აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა აეროპორტში, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ქალბატონები, მეც პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აბსოლუტურად ჩაქოლილი იქნებოდა ეს ერთი მამაკაცი,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.