რუსეთის პრემიერ-მინისტრის აქტიური მოქმედებებმა და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ახალი ინიციატივებმა კვლავ აიძულეს პოლიტოლოგები გაააქტიურონ საუბარი იმაზე, რომ ან ტანდემი (პუტინი-მედვედევი) იძულებით რეაგირებს ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის ზრდაზე ან პრემიერმა და პრეზიდენტმა ვადაზე ადრე დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია.
პუტინის მიერ დისკუსიათა კლუბ "ვალდაიში" ჩატარებულმა შეხვედრამ აიძულა საზოგადოება კვლავ იმსჯელოს სახელმწიფოს პირველი პირების განზრახვებზე და ძალთა გადანაწილებაზე 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
ექსპერტები ფრთხილობენ, რომ ტანდემს შორის სულ უფრო მზარდი დაპირისპირება შესაძლოა მივიდეს პრემიერისა და პრეზიდენტის გუნდების კონფრონტაციამდე, საბოლოო ჯამში კი ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის დესტაბილიზაციამდე.
"ნეზავისიმაია გაზეტას" წერს, რომ პუტინისა და მედვედევის ამოცანები არ შეცვლილა. პრემიერი მთელი ზაფხული რეგიონებში დადიოდა, აკრიტიკებდა გუბერნატორებს და ხანძრების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ამშვიდებდა. პრეზიდენტი კი ისევე როგორც ადრე კვლავ ესწრაფვის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ლიბერალური იმედების გამართლებას.
დისკუსიათა კლუბ "ვალდაიში" ჩატარებულმა შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ ჯერ ჯერობით ,მას არ მიუღია კონკრეტული გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ამავე დროს მისივე თქმით, არაფერი კონსტიტუციის შეუსაბამო გაკეთებული არ იქნება.