საქართველოს მუსლიმთა კავშირის უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში", რომლებიც ამ პროცესს სწავლობს, აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.
მათი თქმით, თავდაპირველად დასადგენია, რა ფორმით იყო პროცესში ჩართული ქართული მხარე და რატომ მოხდა მაინცდამაინც არჩევნების შემდეგ მირტაგ ასადოვის გათავისუფლება.
ცნობისთვის, ასადოვი, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დამცველია, აზერბაიჯანის საზღვარზე წვრილმანი ხულოგნობის ბრალდებით დააკავეს.
რელიგიურ და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებასთან დაკავიშრებით ერთობლივ განცხადება 14 ნოემბერს გაავრცელეს. ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ადგილობრივი პოლიციის მიერ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს" თავმჯდომარის, შეიხ მირტაგი ასადოვის თვითნებური დაკავების საქმეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოუწოდებდნენ, მიეღოთ დროული და ეფექტიანი ღონისძიებები დაკავებული სასულიერო პირის უფლებების აღდგენის მიზნით.