ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 44 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამია ცეცხლაძე პოლიციელებმა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მოკლულის ძმის განმარტებით, ის დილით საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იყო, შემდეგ კი ჩაქვში ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა. ჯუმბერ ცეცხლაძე ამბობს, რომ მის ძმას თავს სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს.
პოლიციამ ადგილზე 4 ვაზა ამოიღო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.