27 ნოემბერს, 15:00 საათზე ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, პარლამეტის წევრი გელა სამხარაული და პრემიერის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი დაესწრებიან.
ახმეტის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები.