თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მკვლელობა მოხდა
თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა. მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.