26 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე, სომხეთის შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტის უფროსის მოადგილეს, შუშანიკ ნერსესიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნერსესიანი საქართველოში სომხეთის შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შემოსავლების სამსახურის რეფორმების, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მუშაობის, კონტეინერების ერთობლივი დანაყოფის საქმიანობის გაცნობა და საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლოს“ დათვალიერება.