“მე და ზაზა გავაგრძელებთ აქციას, ვიდრე ჩვენს ყველა შეკითხვას პასუხები არ გაეცემა, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.
“მე და ზაზა გავაგრძელებთ აქციას, ვიდრე ჩვენს ყველა შეკითხვას პასუხები არ გაეცემა, ვიდრე ყველა ის ადამიანი არ დაისჯება, ვისაც მიუძღვის დანაშაული. ყველა ის ადამიანი რომ დაისჯება, მე და ზაზა წავალთ, მანამდე აქედან არსად წამსვლელები არ ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება. ამ ხელისუფლებისგან შეცდომის აღიარებას ველოდები. 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშილმა.