ბოლნისში, სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მამაკაცის ცხედარი ტყეში ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ნახეს. თავდამსხმელებმა მამაკაცი, სავარაუდოდ, საკუთარ სახლში მოკლეს, ყელზე თოკი მოაბეს და ცხედარი სახლიდან ტყეში წაიღეს.
მკვლელობა ბოლნისის რაიონში სავარაუდოდ 2 დღის წინ მოხდა. მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კი, ტყის მიმდებარედ იპოვეს.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაათვალიერეს სახლი და ტყეში ის ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.