ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე iPhone-ის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის თანამშრომლებს კარი დღეს დილას დაზიანებული დახვდათ. ჩამტვრეულია მაღაზიის შუშები. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ტექნიკის გატანა შეძლეს დამნაშავეებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილი არიან დანაშაულის ჩამდენი პირები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.