"ფონდი აქტიურად ეთანამშრომლება საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელებაში. „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისათვის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი", - აცხადებს ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, რომელთა შორის 150 ათასი სოციალურ დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეა. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ნახონ, ეხებათ თუ არა მთავრობის ინიციატივა.