"ჯერ კიდევ ფინანნსთა მინისტრის რანგში ყოფნის დროს მამუკა ბახტაძე ამ იდეებს აჟღერებდა. ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთ-ერთი ნაბიჯი იმისათვის რომ საქართველოში ბიზნესსსაც და მოსახლეობასაც შეექმნას გარკვეული შეღავათი და უკეთესი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და ცხოვრებისათვის. ეს არ არის დეკლარაციული განცხადება. რომ შევხედოთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, იქ სოციალური ხარჯები იზრდება დაახლოებით 10 პროცენტით და საგადასახადო ტვირთი უმცირდება ბიზნეს და მოსახლეობას 160-180 მილიონამდე ლარამდე. თუ ამ საკითხის სხვადასხვა კომპონენტებიდან და მთლიანობაში შევხედავთ, ვღებულობთ შემდეგ სურათს: საბიუჯეტო შეღავთები ერთი, მეორე მხრივ საგადასახო ტვირთის შემცირება და დავალიანებისგან განთავისუფლება. თუ ამ ყველაფერს ეკონომუკური და სოციალური პოლიტიკის რანგში შევხედავთ ეს ყველაფერი უნნდა განვიხილოთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესისთვის უფრო მეტი შეღვათისა და კომფორტის შექმნის საშუალება," — ასე აფასებს პრემიერ მინისტრის ახალ ინიციატივას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, რომელთა შორის 150 ათასი სოციალურ დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეა. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ნახონ ეხებათ თუ არა მთავრობის ინიციატივა.