კომპანია "ბემონი" 10 წლის ვადით, 1763 ჰა. ფართობი ტყის მასივის მფლობელი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 6 სექტემბერს სამინისტროში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 10 წელი) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩატარდა.
აუქციონზე გამოტანილი იყო 1 ლოტი იმერეთის რეგიონული სატყეო სამმართველოს ვანის სატყეო უბნიდან.
მთლიანი ფართობი - 1763 ჰა. გასაყიდი ფასი 329 638 ლარი. შეიძინა შპს "ბემონი"-მ.