დღეს ბათუმის პორტში ამერიკული საკრუიზო ხომალდი "სოლვერ ვინდი" შემოვიდა. აღნიშნული გემი უკვე 3 წელია სტუმრობს ბათუმს, თუმცა ამჯერად მის ბორტზე სხვა ტურისტებთან ერთად მსოფლიო ლიდერები არიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ქალბატონი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მდივანი უილიამ პერი.
მსოფლიოს ყოფილი ლიდერები ბათუმში სიმპოზიუმის ფარგლებში ჩამოდიან. პროგრამა სხვადასხვა თემაზე ლექციებსა და განხილვებს ითვალისწინებს. მოგზაურობა მოსკოვში 30 აგვისტოს დაიწყო და იგი სტამბოლში 15 სექტემბერს დასრულდება.
"სილვერ ვინდი " ბათუმს ხვალ დატოვებს და გზას სტამბულისაკენ განაგრძობს.