15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0299 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0474 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.75 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4944 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4332 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ნოემბერიდან შევა ძალაში.