2018 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი, 50.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
"საქსტატის" მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 1,290.3 ათასი და 1,076.3 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.