ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი Check in Georgia-ს შედეგებით უკმაყოფილოა და პროგრამის კორექტირებაზე საუბრობს. როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, Check in Georgia იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო, აღარ იქნება.
„ჩვენ რადიკალურად გადავხედეთ ამ პროგრამის. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ გადავწყვიტეთ „ბლექ სი არენა“ ინტენსიურად გამოვიყენოთ. ეს აქტივია, რომელშიც ძალიან დიდი თანხაა ჩადებული. ჩვენ, სახელმწიფომ, პრაქტიკულად უფასოდ მივიღეთ ეს აქტივი. ვთვლით, რომ ამ აქტივის გამოყენება იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც დარჩება Chek in Georgia-გან. არ გვგონია, რომ სხვა ნაწილები Check in Georgia-ს ეფექტურად იყო გამოყენებული. ვთვლით, რომ ამ თანხების გამოყენება სხვა სფეროებში უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი”, – აღნიშნა ქობალიამ.