აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.8 მლნ ბარელით ანუ 1.4%-ით გაიზარდა და შეადგინა 431.8 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 1,9 მლნ ბარელით და შეადგინა 228 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 3,5 მლნ ბარელით და შეადგინა 122,9 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 568 ათასი ბარელით დღე-ღამეში და შეადგინა დაახლოებით 7,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
ნავთობის მოპოვებამ აშშ-ში შეადგინა 11,6 მილიონი ბარელი/დღეში, რაც 400 ათასი ბარელით აღემატება წინა კვირის მაჩვენებელს