,,წლების განმავლობაში საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ მხარდაჭერით, სრულიად უსასყიდლოდ, ბოტანიკურ ბაღში განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა: გზების კეთილმოწყობა, ენერგომომარაგების, წყლისა და სანიაღვრე სისტემის სრული რეაბილიტაცია, მეწყერსაშიში ზონების გამაგრება, მცენარეთა კოლექციის შევსება უნიკალური სახეობებით და რაც მთავარია, ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები 42 ოჯახის უზრუნველყოფა საცხოვრებელი სახლით.
ფონდის მიერ, ასევე, მოეწყო ავტოსადგომები და ვიზირტორთა ცენტრები, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.
მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ბათუმში განხორციელებული პროექტებისა და გაწეული თანადგომისთვის და ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კვლავ გაგრძელდება უკვე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროექტები" - ლაშა კომახიძე.