ეს არის პოლიტიკური აქცია, როგორც ხედავთ. მე პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე აქციას „არა ნაციზმს, გავიხსენოთ 7 ნოემბერი“.
როგორც სარალიძე განმარტავს, ის მხოლოდ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯითაა დაინტერესებული.
„ეს არის პოლიტიკური აქცია, როგორც ხედავთ. მე პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს. მე ვითხოვ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას, აქედან გამომდინარე, აქციასთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გამაჩნია“, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.