მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება თავგამოდებით მუშაობს, ჯერჯერობით, წინსვლა არ გვაქვს, - ამის შესახებ თადარიგის გენერალმა, დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა.
მისი შვილის მკვლელობისა და მასზე თავდასხმის საქმეზე გუგეშაშვილმა დამოუკიდებელი ექსპერტები, მაია ნიკოლაიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი ჩართო. მათ საკუთარი დასკვნა ჯერ არ წარმოუდგენიათ.
„ჯერჯერობით მუშაობენ და ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, როგორც ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი, ისე ბატონი ზაზა ალთუნაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური დასკვნა დაიდება, რამაც შეიძლება, საქმე ოდნავ მაინც წინ წაწიოს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება თავგამოდებით მუშაობს, ჯერჯერობით, წინსვლა არ გვაქვს“, - აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.