მიზანი: რეგიონის, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილის ცნობადობის ამაღლება; ქონების მართვისა და პრივატიზების პროცესის ეფექტური ადმინისტრირება.
ქვეპროგრამა: რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი- 450 000 ლარი
ქვეპროგრამა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა - 88 000 ლარი
მიზანი: აჭარის ა.რ ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ეფექტურად მართვა და განკარგვა
ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა - 2 218 100 ლარი
ქვეპროგრამა: შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარება
ქვეპროგრამა: აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების განვითარება
ქვეპროგრამა: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა
მიზანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების დაგეგმარების დოკუმენტების შედგენა, ტურისტული ინფრასტრუქტურის (მათ შორის ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების) განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული-დასასვენებელი საპიკნიკე ადგილების მოწყობა და საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
სარფის საკურორტო ადგილის მთიანი ზონის დაგეგმარება;
ახალი ტურისტული მიმართულებების - ეკო და ბიო სასტუმროების, სპორტული ტურიზმის, ხანდაზმულთა ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
მწვანე ტბის სარეკრეაციო ზონაში დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოწყობა;
დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოწყობა;
დაგეგმილია მაჭახლის ხეობაში „ეთნოსოფელი”-ს მოწყობა;
ქვეპროგრამა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირება - 13 000 000 ლარი
შუახევი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები) საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობა
მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა - 130 000 ლარი
აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და
ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შერჩეული ბანკების მიერ სესხების გაცემა. შერჩეული კომერციული ბანკი საკრედიტო რისკების გათვალისწინებით, ტურისტული ბიზნესით
დაკავებული მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების დაფინანსებას მოახდენს.
ეკონომიკური ობსერვატორია - 67 500 ლარი
ეკონომიკური ობსერვატორიის მისიაა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა. ეკონომიკური ობსერვატორია ხელს შეუწყობს საჯარო პოლიტიკის დაგეგმვას, განხორციელებას და შედეგების შეფასების პროცესს.