რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა. კერძოდ, დაიკითხა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი მერაბ მერაბიშვილი.
აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თემურ აბაზოვის დედის - ნანული აბაზოვას სხდომაზე დასწრების ნების დართვა მოითხოვა მოსამართლე ქეთევან ლუაშვილისგან. თემურ აბაზოვის დედა, წინა სხდომაზე მოსამართლემ წესრიგის დარღვევის გამო, დარბაზიდან გააძევა.
მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ნანული აბაზოვა დედაა და აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე დაარღვია სასამართლო დარბაზში წესრიგი, დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მას სხდომაზე დასწრების ნება დართო.