ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად 2018 წლის 14 დეკემბერი განისაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება არ მოუთხოვია.
საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე სარალიძის დაკავებას. ის სამართალდამცავზე თავდასხმის ბრალდებით, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს. ეს მუხლი ეხება წინააღმდეგობას, მუქარას, ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.