მთავარ პროკურატურაში 13:30 საათზე განცხადება გაკეთდება. სავარაუდოდ, კომენტარი ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გაკეთდება.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი გუშინ წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარცხალაძეს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.